ბრენდი „არომა“ ქართულ ბაზარზე დაახლოებით 7 თვის წინ შემოვიდა. მას ამ დროისთვის თბილისში უკვე სამი მაღაზია აქვს. როგორც მაღაზიის კონსულტანტმა ელა გასტაშვილმა განაცხადა, ნახევარი წლის განმავლობაში „არომას“ პროდუქციაზე მოთხოვნა 45 პროცენტით გაიზარდა.

 

 

 „არომას“ სხეულის თითოეული ნაწილის მოსავლელი საშუალება ქიმიური დანამატების გარეშე მზადდება,მკვდარი ზღვის მინერალებს შეიცავს და ჰიპოალერგიულია. კონსულტანტის თქმით ქართველი მომხმარებელი კმაყოფილია “არომას” პროდუქციით. ეს ერთ–ერთმა მომხმარებელმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ „არომას“ შამპუნს რამდენიმე თვეა იყენებს და ძალიან მოსწონს. ელა გასტაშვილმა ისიც თქვა, რომ „არომას“  პროდუქცია ყველა მომხმარებელზე სხვა და სხვა შედეგს  იძლევა. თითოეული ადამიანი განსხვავებულია კანის, თმის სტრუქტურის მიხედვით, რის გამოც ინდივიდუალურად სწორედ მათთვის უნდა შეირჩეს სასურველი პროდუქცია.

   “არომას” პროდუქცია 5–დან 40 ლარამდე ღირს.