ფრანგული ბრენდი “პრომოდი” საქართველოში 2 თვეა რაც შემოვიდა.  ის მომხმარებელს  ქალის თანამედროვე ტანისამოსს რეტროს ელემენტებით სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია მაისურები, კაბები, შარვლები, სხვა სახის ტანისამოსი და აქსესუარები. ფრანგული ბრენდი  ნებისმიერი ასაკის საშუალო შემოსავლიან ქალბატონზეა გათვლილი.  ვისაც გსურთ რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ და მზად ხართ ტანისამოსში 16–დან 160 ლარამდე გადაიხადოთ შეგიძლიათ მიაკითხოთ მაღაზია “პრომოდს”.

     “პრომოდი” მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ეს ბრენდი მუდმივადგანახლებადი გემოვნებიანი კოლექციებით ხასიათდება. როგორც კომპანია “ედრესის” მარკეტინგის მენეჯერმა განაცხადა,  ქართულ ბაზარზე  არსებობდა მოთხოვნა იმ სახის ტანისამოსზე, რასაც “პრომოდი” სთავაზობს მომხმარებელს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კომპანიის მენეჯმენტმა, რომ თბილისშიც გახსნილიყო “პრომოდის” მაღაზია.

      კომპანია “ედრესი” 2007 წლიდან არსებობს. ის ქართულ ბაზარზე არსებულ  8 ბრენდს აერთიანებს. მათ შორისაა “პრომოდიც”.

ქეთი დანელია კმაყოფილია მაღაზია “პრომოდის” კოლექციებით და აცხადებს, რომ ბრენდის ტანისამოსის ფასი და ხარისხი ერთმანეთს შეესაბამება. მან “პრომოდში”  გამოსასვლელი კაბა 90 ლარად შეიძინა.