მაღაზია „ივროშე“ მომხმარებელს, როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს სხეულის მოვლის საშუალებეს, სუნამოებსა და გრიმისთვის საჭირო პროდუქციას სთავაზობს.

    სუნამოების ფასი 23 ლარიდან იწყება, სხეულის მოვლის საშუალებების ფასი კი–7 ლარიდან. მაღაზიაში ასევე არის 29 ლარიანი სასაჩუქრე ნაკრები, რომელშიც დუშგელი, სხეულის ლოსიონი და საპირფარეშოს წყალი შედის.


  

“ივროშე” ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას საკუთარ პლანტაციებში მოყვანილი მცენარეებით ამზადებს. „ივროშეს“ ნებისმიერი სახის შეფუთვა ნიადაგში მოხვედრის შემდეგ დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა. სწორედ ეს არის ერთ–ერთი დადასტურება იმისა, რომ „ივროშე“ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს–განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა.

About these ads